logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე: მთავრობა ბიზნესს უსმენს!
- +

20 ივნისი. 2016. 18:42



„შეხვდე ადამიანს, რომელიც არის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც სულ რაღაც 4 წლის წინ შექმნა პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეცვალა რეალობა და დააკომპლექტა მთავრობა, ბუნებრივია არის ძალიან საინტერესო", - ამის შესახებ ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.


ხაზარაძის თქმით, ნათელია, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მომართულია იმ რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც ბიზნეს-სექტორს სჭირდება.


„მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად ვისაუბრეთ ქვეყნის მომავალზე და იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დოვლათი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner