logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
- +

18 ივნისი. 2020. 12:54

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ 2008 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

 

შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

დოკუმენტში განმარტებულია, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მოქმედება და პრინციპები საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკისთვის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner