logo_geo
eng_logo
ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

18 ივნისი. 2020. 16:14

 

ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები 19 მისამართზეა გათვალისწინებული.

 

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ლუკა ასათიანის ქუჩისა და ლადო ასათიანის ჩიხის კეთილმოწყობა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება ვაჟა-ფშაველას ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, თევრათ გორგილაძის, ლევან გელაძის, ნანა გვარიშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე, ასევე სელიმ ხიმშიაშვილის #109-113-ის მონაკვეთში, მელიქიშვილის ჩიხსა და მეორე შესახვევში.

 

„ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო, აბსოლუტურად მესმის მოსახლეობის განწყობა.

 

მოგეხსენებათ, პანდემიამ გავლენა იქონია სამუშაოების წარმოებაზე, რამაც ორთვიანი შეჩერება გამოიწვია.

 

ყველაფრის გათვალისწინებით, ვცდილობთ უმოკლეს ვადებში სწრაფი ტემპებით განვახორციელოთ სამუშაოები.

 

შექმნილი დისკომფორტისათვის ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას, მაგრამ მერწმუნეთ, ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

 

აღნიშნულ ქუჩებზე უკვე დასრულებულია წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს აბონენტებისა და ეზოების სანიღვრეების დაერთების სამუშაოები.

 

პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner