„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და შეუძლია, იპოვოს სამართალი", - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„კარგია, როდესაც ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს, მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს. ბიზნესი არის თავისუფალი და ეს, ბუნებრივია,ხელს უწყობს ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი წლევანდელი პროგნიზი 4% -ზე მეტი ზრდაა, მომავალ წელს ჩვენ 8 %-იან ზრდას ველოდებით. ის ვიზიტი, რაც ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ლონდონსა და ნიუ-იორკში, დადებითად შეფასდა, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორების კიდევ უფრო მეტი ფულის ჩადება სურთ საქართველოში", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.