21 ივნისს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია მარჯანიშვილის თეატრის გასტროლის შესახებ საქართველოს რეგიონებში. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი და პროექტის მხარდამჭერები.
2016 წელს შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება; ამ თარიღს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივით აღნიშნავს, გამონაკლისი არც საქართველოა. მარჯანიშვილის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში შექსპირის პიესას „როგორც გენებოთ" წარმოადგენს; რეჟისორი ლევან წულაძე. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზუგდიდის მერიის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, კომპანია რედიქსის, ჭიათურის მანგანუმისა და ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.
სპექტაკლები გაიმართება:
რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლის „როგორც გენებოთ" პრემიერა 2012 წელს ლონდონში გაიმართა. მან უკვე მოასწრო სხვადასხვა ქვეყანაში საგასტროლო ტურნე და მაყურებლის და კრიტიკოსების აღიარებაც მოიპოვა. სპექტაკლს მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი და არაერთი ცნობილი კრიტიკოსის დადებითი რეცენზია. სპექტაკლს მუდმივად ჰყავს მაყურებელი თბილისში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, არ აქვთ საშუალება, დაესწრონ ამ წარმოდგენას. მარჯანიშვილის თეატრმა გადაწყვიტა, სპექტაკლით შემოიაროს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი. მარჯანიშვილის თეატრისთვის ქვეყნის ფარგლებში გასტროლები და ქართველი მაყურებლის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.