logo_geo
eng_logo
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუდაურის სათხილამურო ტრასაზე მომხდარ დანაშაულში მსჯავრდებული პირის საქართველოში ექსტრადიცია განახორციელა
- +

18 ივნისი. 2020. 21:28

 

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ გ.ლ.-ს ექსტრადიცია განხორციელდა.

 

ინფორმაციისთვის, გ.ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ 2016 წლის 10 იანვარს გუდაურის სათხილამურო ტრასაზე 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის (სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი). მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

 

გ. ლ.-ს მიმართ 2019 წლის 6 მაისიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2020 წლის 18 მარტს ძებნილი გ. ლ. დააკავეს ჩეხეთის რეპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა. 2020 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გ. ლ.-ს ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების  მიერ სრულად დაკმაყოფილდა და 2020 წლის 11 მაისს გ. ლ.-ს შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა.

 

საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ქართულ მხარეს მიეცა 3-თვიანი ვადა საქართველოს სამართალდამცავების მიერ ძებნილი გ. ლ.-ს საქართველოში ექსტრადიციისათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან ავსტრიის რესპუბლიკაში სატრანზიტო გავლით საქართველოში ექსტრადირებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ.ლ.

 

2020 წლის 18 ივნისს გ. ლ.-ს ეტაპირება საქართველოში განახორციელეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.

 

მსჯავრდებული მოთავსებულია სპეციალურ საკარანტინო სივრცეში, სადაც იგი 21-დღიან საკარანტინო პერიოდს გაატარებს, ვინაიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უცხოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პატიმრები მიმდინარე წლის 13 მარტიდან მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში ვერ ხვდებიან. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული მხოლოდ საკარანტინო პერიოდის გავლის და ვირუსზე ტესტირების შემდეგ იქნება გადაყვანილი, თუმცა დაწესებულებაშიც სპეციალურ სამედიცინო-საკარანტინო სივრცეში მოთავსდება, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს და მხოლოდ მას შემდეგ შეერევა პენიტენციური დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტს, რაც მასთან დაკავშირებით ვირუსთან მიმართებაში ყოველგვარი ეჭვი იქნება გამორიცხული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner