logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: საგულისხმო დეტალები მოვისმინე ბატონი ბიძინას საუბრიდან...
- +

18 ივნისი. 2020. 23:11

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია განცხადებას ავრცელებს და იმ დროს იხსენებს, როდესაც გარკვეული პოზიციების გამო, მას, როგორც ჟურნალისტს ბლოკავდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია იმედმა, აჩვენა კადრები როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოინახულა ძველი ხიბულა, სადაც ოფიციალური ვერსიით მოკლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

 

მობილურზე ჩაწერილ საუბარში (სამწუხაროდ კარგად არ ისმოდა) საგულისხმო დეტალები მოვისმინე ბ-ბიძინას საუბრიდან... ზვიად გამსახურდიას "საქმეზე" ყველაზე მეტი თუ არა არც ნაკლები მე დამიწერია და მიბრძოლია, მაგრამ ამ საკითხზე სხვა დროს... მე სხვა რამ ემ მიმაქცევინა ყურადღება, ამ ვიდეო კადრების მერე, როგორ "გაეროვნულდა" ეროვნება დაკარგული "დემოკრატები" ისინიც კი, ვინც თავის დროზე სწორედ ამ "ისტობის" გამო წერილებს არ მიბეჭდავდნენ, მბლოკავდნენ და იზოლაციაში მაქცევდნენ, უფრო უარესი გასახსენებელიც ბევრი მაქვს, მაგრამ მხოლოდ გასახსენებელი, რადგან თითოეული ახალი დღე, ახალი დღის დასაწყისია და დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს...

 

სამართლიანობა ყველაზე ფასეულია ადამიანის სიცოცხლის მანძილზე და გზას იკვალავს სიმართლისკენ! ამ დროის გზაზე კი პანტა-პუნტით ცვივიან მედროვეები და ფარისევლები, ყველაფერი დროის ამბავია.... შუბი ხალთაში არ იმალება!“- წერს შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner