ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი ცოლიც.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტმა 2017 წელს დაამტკიცა.