logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა
- +

19 ივნისი. 2020. 00:32

 

 

 

საქარტველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა.

 

„დღეს, ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს ვუმასპინძლე. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განვიხილეთ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებასთან (SNGP Refresh) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას.“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner