logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ილია ჭავჭავაძეს კიდევ არაერთხელ შევადარებ!
- +

20 ივნისი. 2016. 19:25


 

 „დიახ, ბიძინა ივანიშვილი ილია ჭავჭავაძეს შევადარე და კიდევ არაერთხელ შევადარებ", - ამის შესახებ მანანა კობახიძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


„მე არავისთან პირფერობა არ მჭირდება. მე ვთქვი ჩემი აზრი. მე შევადარე ბიძინა ივანიშვილისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი ღვაწლი და არა პოეზიის, პროზის ან წმინდანობის კუთხით. დიახ, რა საზოგადოებრივი როლიც ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს მე-19 საუკუნეში, ის როლი აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილს. უბრალოდ, პერიოდია განსხვავებული და ცხადია, გამოწვევები და პრობლემებიც სხვადასხვაა. დღეს წერა-კითხვის გავრცელების და ასეთი საზოგადოების შექმნის საჭიროება არ არის, მაგრამ აი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი ნამდვილად საჭიროა და ის სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით კეთდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც იქნება ქუთაისში და აქაც მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. დღეს თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბების საჭიროება არ გვაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უამრავი თეატრი ინგრეოდა და მსახიობებს ელემენტარული საარსებო არ ჰქონდათ. ამაშიც უდიდესია ბიძინა ივანიშვილის წვლილი, აღარაფერს ვამბობ სამების აშენებასა და ასეულობით ტაძრის რესტავრაციაზე. დიახ, ეს არის ის გზა, რომელ გზაზეც იყო ილია ჭავჭავაძე. თუ ილიას დროს იყო სათავადაზნაურო ბანკი, დღეს გვაქვს „ქართუ ფონდი", რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებს. მშიერი იყო ჯარიც და პოლიციაც, ვინ შექმნა ეს ინსტიტუცია და ვინ ეხმარებოდა მათ ფინანსურად, ხელფასები იქნება ეს თუ ინფრასტრუქტურა?.." - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner