logo_geo
eng_logo
გიორგი გაბუნიას სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა
- +

19 ივნისი. 2020. 13:23

 

 

“სუს-მა გიორგი გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას, “- ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გაბუნიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, გიორგი გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

 

„არ დაუდასტურებია არაფერი, მათი კითხვები ეხებოდა გაბუნიას უსაფრთხოებას. ასევე, სუს-მა სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას. გიორგი გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ამიტომ, რამე კანონდარღვევას ან ინფორმაციის შეუტყობინებლობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner