logo_geo
eng_logo
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებას მხარი დაუჭირეს
- +

20 ივნისი. 2016. 19:42



ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს", - განაცხადა მოგერინიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner