logo_geo
eng_logo
ზაზა დარასელის მე-16 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში დასრულდა
- +

20 ივნისი. 2016. 19:30

 


სპორტკომპლექს „არენას" დარბაზში დასრულდა ზაზა დარასელის მე-16 მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტელეკომპანიების ჯიდიესის და I არხის გუნდები. დაძაბულ მატჩში ანგარიშით 8:2 ჯიდიესელებმა იმარჯვეს.


მათვე მოიპოვეს ყველაზე კორექტული გუნდისთვის დაწესებული პრიზი, რომელიც ახლახანს ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის, ზვიად თხელიძის სახელს ატარებს.


პრიზი ნომინანტებს ზვიად თხელიძის ვაჟმა, ლექსომ გადასცა. სამახსოვრო თასები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ფეხბურთელებს.


დასასრულს დაბადების დღე მიულოცეს თასის თექვსმეტივე გათამაშების მონაწილეს, ტელეკომპანია „იმედის" გუნდის კაპიტანს დავით (კულა) სიხარულიძეს.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner