logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: პრეზიდენტმა მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადება ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა
- +

20 ივნისი. 2016. 19:56


 

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებას მანანა კობახიძე გიორგი მარგველაშვილისა და გიგა ბოკერიას შეხვედრას უკავშირებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა ეს პოზიცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დახურულ კარს მიღმა შეხვდა გიგა ბოკერიას.

 

ეს არ იყო ის განცხადება, რომელზეც პრეზიდენტს სამი დღე დასჭირდებოდა ფიქრისთვის... არ ვიცი, რას ემსახურებოდა გიგა ბოკერიასთან აუდიენცია, მაგრამ ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. უცნაურია, რომ პრეზიდენტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით საუბრობს გარკვეული ჩინოსნების დასჯაზე, რაც არანაირად არ წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. რასაც გვავალებს ევროსასამართლო, ჩვენ იმას აღვასრულებთ. დიახ, გამოსაძიებელია კონკრეტული საქმე? ასეც მოვიქცევით, მაგრამ ვინმეს დასჯას შემდეგ გადავწყვეთ, თუ რაიმე დანაშაული ან გადაცდომა გამოიკვეთება. არავინ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევს, არც საქართველოში და არც ევროსასამართლოში, პირიქით, გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ პატიმრობა იყო კანონიერი", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner