logo_geo
eng_logo
სლოვაკეთი Vs ინგლისი - ბრძოლა ჯგუფიდან გასაღწევად
- +

20 ივნისი. 2016. 20:16


 

ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და დღეს მაყურებელს B ჯგუფის უკანასკნელ მატჩებს სთავაზობს. სლოვაკეთის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება, უელსი კი რუსეთთან შეეცდება ქულების მოპოვებას.

 

 

ინგლისელები პირველ ტურში არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და რუსეთთან მატჩის მიწურულს გაშვებული გოლის წყალობით, მხოლოდ 1 ქულას დაჯერდნენ. შემდეგ იო რთული მატჩი უელსის ნაკრებთან, რომელშიც გარეტ ბეილის ბრწყინვალე გოლის გადაფარვა მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოსულმა ჯეიმი ვარდიმ და დანიელ სტარიჯიმ მოახერხეს. შედეგად, ინგლისელები ჯგუფში 4 ქულით ლიდერობენ.

 

 

სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელებზე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გუნდური კოლექტივია. პირველ მატჩში მათ არ გაუმართლათ და უელსთან 1:2 დამარცხდნენ, თუმცა მეორე ტურში რუსეთის ნაკრებზე გამარჯვება შეძლეს (2:1). ამჟამად სლოვაკები 3 ქულით მესამე ადგილს სჯერდებიან და ჯგუფიდან გასაღწევად, დღევანდელ მატჩში ქულების მოპოვება ესაჭიროებათ.

 

 

სლოვაკთა რიგებში, მიმდინარე გათამაშებაში, საუცხოოდ ასპარეზობენ მარეკ ჰამშიკი და ვლადიმირ ვაისი. რუსეთის ნაკრების კარში გატანილი მათი გოლები უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოებია ტურნირზე.

 

 

რაც შეეხება ინგლისს, სავარაუდოდ, ჰოჯსონი ძირითად შემადგენლობაში ამჯერად ვარდისა და სტარიჯის დუეტს უხმობს, რომელთა ხილვაც გულშემატკივრებს ჯერ კიდევ პირველ მატჩში სურდათ და მეორე მატჩში გამოჩნდა,რომ არცთუ უსაფუძვლოდ.

 

 

B ჯგუფის ორივე შეხვედრა დღეს, ერთმანეთის პარალელურად, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

 

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელ მატჩში:

 

 

სლოვაკეთი (4-3-2-1): კოზაჩიკი - ჰუბოჩანი, დურიცა, შკრტელი, პეკარიკი - ჰამშიკი, პეჩოვსკი, კუცკა - ვაისი, დურიში - დუდა;

 

 

ინგლისი (4-4-2): ჰარტი - როუზი, სმოლინგი, კეჰილი, უოკერი - რუნი, დაიერი, ალი, ლალანა - ვარდი, სტარიჯი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner