logo_geo
eng_logo
კახაბერ კუჭავასა და კონგრესმენ დევიდ პრაისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

19 ივნისი. 2020. 22:44

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP) თანათავმჯდომარეს, დევიდ პრაისს ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა. აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები მაღალ სტრატეგიულ ნიშნულზეა და ბოლო წლების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმა და დინამიკური გახდა.

 

სატელეფონო საუბრისას მხარეები COVID-19-ის შედეგად გამოწვეულ პანდემიას და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით ნაბიჯებს შეეხნენ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომლის საფუძველზეც საქართველოში ლუგარის ცენტრი აშენდა, ასევე წლების მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

 

კახა კუჭავამ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონგრესმენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ხაზი გაუსვა სხვა მონაწილე მხარეებთან ერთად საქართველოში ამერიკის ელჩის ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს პოლიტიკურ დიალოგში. აღინიშნა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის მნიშვნელოვანია შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები ასევე შეთანხმდნენ ხშირ კომუნიკაციაზე, იმისათვის, რომ ამერიკულმა მხარემ მიიღოს სრული და განახლებული ინფორმაცია საკონატიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

კონგრესმენი მიესალმება აშშ-ის მიერ საქართველოსადმი ფინანსურ მხარდაჭერას, რაც წლების მანძილზე და ახლაც აისახება ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კანონში. ისაუბრა ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოდინებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის.

 

სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა პაატა პატიაშვილმა; პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ნინო ფანჯიკიძემ, HDP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დერეკ ლიუტენმა, კონგრესმენ პრაისის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამანტა შიფრინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner