logo_geo
eng_logo
რუსეთის ბოლო შანსი - საჭირო ქულები უელსის ნაკრებისთვის
- +

20 ივნისი. 2016. 20:16


 

ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და დღეს UEFA B ჯგუფის ბოლო მატჩებს წარმოგვიდგენს, რომლებშიც სლოვაკეთი ინგლისს დაუპირისპირდება, უელსი კი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.

 

 

რუსეთის ნაკრებმა პირველ შეხვედრაში დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა და ჯგუფის ფავორიტ ინგლისის ნაკრებს ფრე - 1:1 ეთამაშა. ყველაზე დრამატული კი ის იყო, რომ რუსებმა ანგარიშის გათანაბრება არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. მეორე მატჩში ისინი სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ორბურთიანი სხვაობის ბოლო წუთებზე ამოძირკვას შეეცადნენ, თუმცა მხოლოდ ერთის გაქვითვა შეძლეს - 1:2. შედეგად, რუსები ამ დროისათვის, ჯგუფის ფსკერზე 1 ქულით იმყოფებიან და ჯგუფიდან გასაღწევად მხოლოდ მოგება სჭირდებათ.

 

 

უელსელებმა ტურნირი კარგად დაიწყეს, სლოვაკეთთან დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯება მოიპოვეს - 2:1, თუმცა ინგლისთან იმავე ანგარიშით დამარცხდნენ - 1:2. ახლა ჩრდილოელებს ისღა დარჩენიათ, რუსეთთან იბრძოლოს ნაჭირო ქულებისთვის.

 

 

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელი მატჩისთვის:

 

 

რუსეთი (4-3-3): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ.ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი - ნოიშტედტერი, გლუშაკოვი, მამაევი - კოკორინი, ძიუბა, სმოლოვი;

 

 

უელსი (5-2-2-1): ჰენესი - ჰანტერი, ტეილორი, დევისი, ე.უილიამსი, ჩესტერი - ალენი, ლედლი - ჯ.უილიამსი, რემზი - ბეილი.

 

 

კითხვის ნიშნის ქვეშ: ლოდიგინი, შატოვი (ორივე რუსეთი).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner