ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე არასრულწლოვანი ბავშვების წინააღმდეგ გაჟღერებულ რამდენიმე საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჟურნალისტი მშობლებს მოუწოდებს, შვილებს სოციალური ქსელების პირადი გვერდები არ შეუქმნან, რადგან ინტერნეტ სივრცეებში უამრავი საფრთხე იმალება, რაც შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში კონტროლს არ დაექვემდებაროს.
„2 დღის წინ ეთერში წავიკითხე ამბავი – 54 წლის მამაკაცი დააკავეს 12 წლის ბავშვისთვის სექსუალური შინაარსის მიმოწერისა და სექსუალური შევიწროების ფაქტზე.
დღეს წავიკითხე – 19 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ, რომელიც 10 წლის გოგონას აიძულებდა, სექსუალური ხასიათის ფოტოები გადაეღო და გაეგზავნა მისთვის, მუქარით ამას მიაღწია კიდეც.შემოვედი ფეისბუქზე და წავაწყდი პოსტს, სადაც მამა წერს, როგორ ავიწროვებდნენ მის არასრულწლოვან შვილს და, მათ შორის სადარბაზოსთანაც დახვდა ბავშვს ეს მამაკაცი.
პედოფილების ქვეყანა ვართ! ავადმყოფების…
და ნუ უქმნით შვილებს სოციალურ ქსელში გვერდებს. არაფერი ღირებული ამაში არ არის, ბავშვებს კი საფრთხეს უქმნით. ვიცი, მარტო სოცქსელი არაა, მაგრამ ასე ყველაზე ხელისაწვდომები არიან ჩვენი შვილები დამნაშავეებისთვის…”- წერს ჟურნალისტი.