მედია კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი გიორგი რურუას „პლიტპატიმრად“ მოხსენებას და ამავდროულად ოპოზიციის ლიდერად გამოცხადებას კატეგორიულად არ მიესალმება. უფრო მეტიც, მძინარაშვილის თქმით, მსგავსი დანაშაულებების ჩამდენი ადამიანი სასჯელს უნდა იხდიდეს. იმ ქვეყანაში კი, სადაც პოლიტიკური სპექტრი დამნაშავეების პოლიტ-ლიდერებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, სამომავლო პერსპექტივა ძალიან ცუდია.
„ოპოზიციის ლიდერი!
ალ კაპონე ჯოჯოხეთში ჩლიქებს იკვნეტს, როცა რურუას დანაშაულების ჩამონათვალს ეცნობა!
პოლიტიკოსები კი არა, ვინც და რაც ხართ, თქვე უსირცხვილოებო, აქამდე თუ არ იცოდით, ახლა ხომ გაიგეთ?!
ვინ არის პოლიტპატიმარი?!
წაიკითხეთ:
⛔ მთაწმინდის რაიონის პროკურატურა
- 1992 წლის 3 მარტს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სევასტოპოლის ქუჩაზე გ.რურუამ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით მოკლა ზაურ თორაძე, ზაირა თორაძე, ლაშა თორაძე, კახა თორაძე და იმედო თორაძე.
1993 წლის 10 ოქტომბერს გ.რურუამ, მ. ხაჟომიამ და ნ.ჭელიძემ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით გაიტაცეს თორნიკე აფაქიძე. აიყვანეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკური განადგურების მუქარით ცდილობდნენ მისგან 300 000 აშშ დოლარის გამოძალვას.
აწ გარდაცვლილ მ.ხაჟომიას ჩვენებით გ.რურუა იმხილება ზ.ვეფხვაძის, გ.სვანაძის და თ.ჩანტლაძის განზრახ მკვლელობაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1993 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე.
⛔ ვაკის რაიონის პროკურატურა
1994 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში გ.რურუამ და დ.ჯაფარიძემ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ფიზიკური განადგურების მუქარით მოქ. მარლენ და რეზო შენგელიებს გამოსძალეს 15 000 აშშ დოლარი. სსს N7799847.
⛔ საბურთალოს რაიონის პროკურატურა
1994 წლის 15 ივლისს გ.რურუამ პირთა ჯგუფთან ერთად ქ.თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში N735 პალატაში ავტომატებით დაცხრილა ლოგინში მწოლიარე ალექსანდრე ბალიაშვილი დაბ. 1973 წ, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სსს N7596858.
1994 წლის 25 სექტემბერს გ.რურუამ თანამზრახველებთან ერთად ქ.თბილისში, ფანასკერტელის N17/30-ში დახოცა ბესიკ მარუაშვილი, ზურაბ მარუაშვილი და გელა ქაფიაშვილი. სსს N7594889.
⛔ ქ. თბილისის პროკურატურა
1994 წელს გ.რურუამ სხვა პირებთან ერთად მოქ. გ. ოსეფაიშვილს მოსტაცა ვაჟიშვილი და მისი ფიზიკური განადგურების მუქარით გ. ოსეფაიშვილს გამოსძალა 130 000 აშშ დოლარი. აღძრულია სს საქმე.“