აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახური აქვეყნებს.
22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს. ყველა ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში გადავა, ვალდებული იქნება, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე 1-ელი ივნისიდან ჩაკეტა.