logo_geo
eng_logo
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
- +

20 ივნისი. 2020. 18:50

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბორდიურს დაეჯახა. მიღებული ტრავმებით 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ.  მათ შორის ერთი ბავშვია. მცირეწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დაშავებული კი წალენჯიხის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner