logo_geo
eng_logo
დიტო სამხარაძე: იცით, დღეს რა მოხდა? ჩვენი ქვეყნის მთავარი გულის ტკივილი „ნაცებმა“ გააბითურეს!
- +

20 ივნისი. 2020. 21:03

 

 

 

 

დეპუტატი დიტო სამხარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც არის ოკუპაცია, საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ და მთელ ამ პროცესს, ახალგაზრდა, გამოუცდელი საზოგადოების წევრები მსხვერპლად ეწირებიან.

 

ეს არის საქართველოს მოსახლეობის პასუხი, სანაცეთს❗️

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის N1 სატკივარი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაა, ეს ნაცებმა კარგად იციან და აქციას ანტისაოკუპაციო სახელიც იმიტომ დაარქვეს რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოტყუებით მიეყვანათ ნაცურ შეკრებაზე! თუმცა, საწინააღმდეგო სურათი მიიღეს. დავიჯერო, დაავიწყდათ, ვინ იყო ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ხელშემწყობი? შესაძლებელია, ნაცებს დაავიწყდათ, მაგრამ ქართველ ხალხს ყველაფერი ახსოვს და ამის მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ რუსთაველზე მხოლოდ 200 ნაციონალი დაბოდიალობს, თავისი ოჯახის წევრებით❗️

მადლობა ვითარების სწორად შემფასებელ საქართველოს ყველა ღირსეულ მოქალაქეს❗️

 

რაც შეეხება იმ გამოუცდელ ახალგაზრდებს (არა 40-65 წლის სტუდენტებს), რომლებიც ავანტიურისტების ტყვეობაში არიან, მივმართავ: იცით, დღეს რა მოხდა? ჩვენი ქვეყნის მთავარი გულის ტკივილი, ქვეყნის ოკუპაცია, ნაცებმა გააბითურეს, სატყუარად და პიარ-კამპანიის ნაწილად აქციეს. კიდევ გაქვთ შანსი, მოსცილდეთ ჩვენი ქვეყნის თანაოკუპანტებს, კარგად ვიცი, სხვადასხვა ჩატებში და ჯგუფებში როგორ გირეცხავენ ტვინს! დაფიქრდით❗️ ხვალ დაგაგვიანდებათ და მომავალში დიდი შანსია, მარადმწვანე ახალგაზრდა ბავშვი, გაგარინ მაქარაშვილი გახდეთ.

 

P.S. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს❗️ გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი აქციის ორგანიზება მოხდა ოპოზიციური პარტიების 99 %-ის მიერ“- წერს სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner