„29 000 ფაილზე არ გსმენიათ? არ გსმენიათ რომ „ნაციონალები" ოპონენტებზე აგროვებდნენ მასალებს? არ გსმენიათ ციხეებში გაუპატიურებებზე? წაგებულ ომებზე, დახვრეტილ ადამიანებზე?"- „უფლებადაცმველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ „პრიორიტეტის" ეთერში წინა ხელისუფლების შესახებ ისაუბრა.
„დღეს სხვათაშორის ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან კარგი განცხადება გააკეთა,
რომ პოლიტიკოსთა ქცევის კოდექსი უნდა იქნას შემუშავებული, სადაც პოლიტიკოსები ხელს მოაწერენ, რომ არ იყოს სიძულვილის ენა წინასაარჩევნოდ. იგივეს მოვუქოდებ ჟურნალისტებსაც."- განაცხადა მჟავანაძემ.