მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და „ანტისაოკუპაციო აქციის“ ორგანიზატორების შესახებ წერს.
გიორგობიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები რუსეთვის აგენტები არიან.
"ოკუპაციას ვებრძვით" და კაკ რაზ, ვოვას ყველაზე ძალიან რაც უნდოდა, ის პადაჩა აუწიეს ფრენების გასაუქმებლად.. აბა რუს ხალხთან თავის ველიკადერჟავნი კვერთხს ხომ არ მოიქნევდა? აგერ, აგენტების ხელით არ სჯობს? ააგორებინა პროვოკაცია და რუსი ხალხის აქ დასახარჯი მილიარდი იქნებ წავიდეს ყირიმში დასაბანდებლად?! ან მოძმე სომხეთს გაუსწოროს და ჩერეზ ერევან აფრინოს ტურისტები?! ვის მოაკლდა? ჩვენ? ვის მოემატა? მტერს..“- წერს გიორგობიანი.