logo_geo
eng_logo
„ხვალიდან სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებთ!“- მიხეილ ცაგარელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- +

20 ივნისი. 2020. 23:03

 

 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

 

ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ხვალ, 21 ივნისს დილით, 11 საათს რომ 20 წუთი დააკლდება ერთდროულად იქნება მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და ზაფხულის მზებუდობა (დღე-ღამის თანასწორობა) !

 

ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დღე სამყაროში...

 

ყველაზე გრძელი დაბნელებების დერეფანია, რომელიც 5 ივლისს სავსემთვარეობაზე მთვარის დაბნელებით დამთავრდება... ამ დაბნელებების გრძელი დერეფნის ეფექტები უახლოესი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რასაც ყველანი ვიგრძნობთ სხვადასხვა ცვლილებების სახით...

 

ამიტომ ვეცადოთ უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველაფერი, თუნდაც ელემენტარულით დაიწყეთ, მაგალითად ახალი რაც გაქვთ დაიწყეთ მათი გამოყენება, ძველები კი მოიშორეთ , რადგან ცვლილებების გზაზე ხელს შეგიშლით!..

 

დაჯექით და ჩამოწერეთ ყველაფერი რა მიზნებსაც გინდათ მიაღწიოთ, დაიწყეთ სურვილების განხორციელება, თუნდაც იყოს უმნიშვნელო სურვილი, გააკეთეთ...

 

გახსოვდეთ! თქვენს სურვილებში არავის ცხოვრება არ უნდა ზიანდებოდეს!... სურვილი მხოლოდ პირადად თქვენ უნდა გეხებოდეთ და სხვას არავის!... მხოლოდ თქვენ და თქვენს განვითარებას ამ ცხოვრებაში!...

 

დაამთავრეთ და დაუსვით წერტილი არაფრის მომცემ საქმეებს, პროექტებსა და იდეებს!

 

ასევე დაემშვიდობეთ სამუდამოდ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯანსაღ ურთიერთობას ვერ მიაღწიეთ!..

 

მოიშორეთ შურიანი, ეგოცენტრული და აგრესიით სავსე ადამიანები!...

თქვენ მათთვის აღარ გცალიათ, რადგან სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებთ!

 

სიკეთეს გისურვებ️

სიყვარულს გისურვებთ

სულიერ სიმშვიდესა და სიმტკიცეს გისურვებთ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner