logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას მოუწევს „პოლიტიკური ფართხალი“
- +

20 ივნისი. 2020. 23:35

 

 

 კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ოპოზიციას მოუწევს „პოლიტიკური ფართხალი“, რადგან გუშინ, ვიდრე ელჩებმა არ უთხრეს პირდაპირ და მკაფიოდ, და მოუწოდეს, რომ მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებებს ყველამ, მანამდე ვერ გაიაზრეს, რომ ისინი რეალურად შეთანხმებას არღვევდნენ. შეთანხმებას არღვევდა ოპოზიცია და არა ჩვენ.  რაც შეეხება მეორე და მესამე მოსმენას, აქ „პოლიტიკურ ფართხალში“ კიდევ უფრო გაშალეს მათ ფრთები.  მათ იციან, რომ მეორე მოსმენის დროს რომ ჩავარდეს საკითხი, კენჭისყრის საშუალება კიდევ ერთხელ იქნება. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რურუას გამოშვება არის მოგონილი ამბავი. რამდენჯერაც მათ ეს საკითხი დააყენეს, იმდენჯერ ჩვენგან მიიღეს უარი და ახსნა არის ის, რომ მართლმსაჯულებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, მეორე და მესამე მოსმენის დროს მათ მოუწევთ საკითხის მხარის დაჭერა. პოლიტპატიმრის მოგონილი სტატუსი შეთანხმებიდან რაც არ გამომდინარეობს, სულ რომ მართალი იყოს არის მეასე ხარისხოვანი, იმასთან შედარებით, რასაც ემსახურება საქართველოს კონსტიტუცია და რაც აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. უფრო დემოკრატიული, უფრო მისაღები, პროპორციულთან მიახლოებული სისტემა საქართველოს კეთილდღეობაზე უნდა აისახოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner