logo_geo
eng_logo
რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან სამი პაციენტი განიკურნა
- +

21 ივნისი. 2020. 01:52

 

 

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 26 ტესტი ჩატარდა. მათგან 25 პასუხი უარყოფითია.

 

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს გატესტილებს შორის 12 რუხის კლინიკის პაციენტი იყო. მათგან ოთხი იყო კოვიდინფიცირებული ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. მათ განმეორებითი შუალედური ტესტირება ჩაუტარდათ.

 

მათგან ერთი პირს კვლავ დაუფიქსირდა ვირუსი, სამი კი, გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულები რუხის კლინიკაში არიან და სამივე არასრულწლოვანია. ისინი რუხის საავადმყოფოს დღესვე დატოვებენ.

 

ფოთში კი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 61 თანამშრომელს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ეს კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით მესამედ ჩატარდა.

 

ამ დროისთვის, StopCov.ge-ზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 898 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 752, გარდაცვლილია 14 ადამიანი.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner