მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფონდი „ცედაკა", საკვები პროდუქტების დარიგება აგრძელებს.
დღეს, ფონდის წარმომადგენლებმა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსთან როლანდ წულაიასთან და ლეხაინდრაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან იპოლიტე დანელიასთან ერთად, ლეხაინდრაოში მცხოვრებ 30 ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცა.