ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. სტიქიამ, რომელიც ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სოფელებში ძველ ანაგასა და ჯუგაანში საკარმიდამო ნაკვეთები, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, ვენახი, ასევე ხორბლისა და ქერის ყანები დააზიანა.
როგორც საქართველოს პირველ არხს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი გოგილაშვილმა განუცხადა, ზარალის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მერიაში არ აქვთ, თუმცა მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიისგან დაზარალებულ სოფელში ჩავლენ და ადგილზე შეისწავლიან ვითარებას.
სეტყვა იყო ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზარალის შესახებ მერიაში მოსახლეობიდან ჯერ ინფორმაცია არ შესულა.