logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: საქართველომ შეასრულა შესანიშნავი სამუშაო და იმსახურებს ამის აღიარებას!
- +

20 ივნისი. 2016. 22:53



„საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმსახურებს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო რაც შიძლება მალე აღიარონ."-  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



"განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. ყველა წევრმა სახელმწიფომ მკაფიოდ აღნიშნა - ეჭვგარეშეა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და ახლა თავმჯდომარე ქვეყანამნიდერლანდებმა ეს საკითხი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს. ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა, რომ საქართველომ შეასრულა შესანიშნავი სამუშაო და იმსახურებს ამის აღიარებას, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner