„საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმსახურებს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო რაც შიძლება მალე აღიარონ."- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. ყველა წევრმა სახელმწიფომ მკაფიოდ აღნიშნა - ეჭვგარეშეა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა და ახლა თავმჯდომარე ქვეყანამ - ნიდერლანდებმა ეს საკითხი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს. ყველა წევრმა სახელმწიფომ აღიარა, რომ საქართველომ შეასრულა შესანიშნავი სამუშაო და იმსახურებს ამის აღიარებას, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.