logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: რასაც სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა, სახელმწიფო ტერორიზმი იყო
- +

22 ივნისი. 2020. 00:11

 

 

“დღეს უკვე გაცხადდა, რომ „ფეიკ-ნიუსს“ თვითონ ავრცელებენ, თავადვე აკეთებენ კომენტარს, შემდეგ თემას „აწევენ“ და ასე ქმნიან ამბავს. ადრე არ იყოს ეს გაშიფრული, მაგრამ ახლა ყველასთვის ნათელი გახდა ეს სქემა,“- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მის თქმით, იგი ყალბი ამბების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მასსა და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შავმა კატამ გაირბინა.

 

„ეს გირგვლიანის საქმე იყო, მაშინ სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, პირდაპირ დავადე მათ ხელი და ვთქვი, რომ ესენი არიან ამ საქმის ჩამდენები-მეთქი. ყველა არჩევნების წინ ასე ხდება, როგორც კი საჯარო სივრცეში აქტიურობას ვიწყებ. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემი პოზიცია, როგორც წესი არგუმენტირებულია და რასაც ვიძახი ბოკერიაზე, ვაშაძეზე თუ სააკაშვილზე, პირდაპირი პასუხი არ არის მაგაზე, არამედ პასუხს ასე მცემენ, რაღაც ამბავს მოიგონებენ, შექმნიან სენსაციას და მერე დამდევს ვინმე ჟურნალისტი, ან უვარდება ჩემს ცოლს სახლში, მოსვენებას არ აძლევენ ჩემ ოჯახს. უკვე ყველამ კარგად იცის ეს მეთოდები.

 

რასაც სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა, ეს იყო სახელმწიფო ტერორიზმი, მაგის იდეოლოგი ბოკერია და სხვები დასჯილები არ არიან. ეს გიგი წერეთელი და სხვები, აქეთ-იქეთ რომ გადმოხტნენ ახლა და ევროპულობას იბრალებენ და საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ ჩეკისტი, დღემდე „კაგებეს“ აქტიური თანამშრომელი. მათზე ბევრი რამ ვიცი და ყოველთვის ვამხელდი, არასდროს შემშინებია, მაშინაც კი, როდესაც ძალაუფლება მათ ხელში იყო და ახლა მით უმეტეს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner