logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჯოზეფ დოლს შორის ძალიან საეჭვო თანამშრომლობაა...
- +

20 ივნისი. 2016. 23:12


„დეპუტატი საკუთარტვიტერზე" რაღაც განცხადებას თუ აკეთებს, ეს არ ნიშნავს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას".- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ „ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარის ჯოზეფ დოლის დღევანდელ განცხადებაზე.


ეს, თუ არ ვცდები, ის ადამიანია, რომელიც ევროპარლამენტს მოუწოდებდა, არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე. საზოგადოებამ აღიქვა, რომ ეს იყონაციონალური მოძრაობის" მიწოდებული ტექსტი. შემდეგნაციონალურ მოძრაობას" მოუხდა ბოდიშის მოხდა, რომ საზოგადოების რისხვა არ დასტყდომოდა თავს",-აღნიშნა კობახიძემ.


მისივე თქმით, სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა" და ამ პიროვნებას შორის. მაშინაც ბოდიში მოიხადა ამ ადამიანმა, რომ ეს არ იყო EPP-ის ოფიციალური პოზიცია",- განაცხადა ვიცე-სპიკერმა.


"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


"ევროპის სახალხო პარტია სთხოვს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მერაბიშვილი, შემოდგომისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე", - წერს დოლი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner