logo_geo
eng_logo
გველების დახოცვამ შესაძლოა, ეპიდემიის აფეთქება გამოიწვიოს
- +

22 ივნისი. 2020. 02:30

 

 

ზოოლოგიის ინსტიტუტი თურქეთის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ცხელი ამინდების გამო გამოსული გველების დახოცვით, შეიძლება ზოონოზის დაავადება გავრცელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Haber global-ი ავრცელებს.

 

„ტკიპების მიერ გავრცელებული ყირიმ-კონგოს დაავადება ძირითადად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და ანატოლიაში გვხდება.

 

ტკიპები უმეტესად ბუდობენ ვირთხების და თაგვების სხეულში. მათი პოპულაციის კონტროლს ძირითადად გველები ახდენენ, რადგან ქვეწარმავლები ვირთხებს და დაგვებს ჭამენ..

 

გველების პოპულაციის შემცირებით მღრღნელების რაოდენობა მატულობს და შესაბამისად, დაავადების გამავრცელებელი ტკიპებიც, რომლებიც შემდგომში წვრილ და მსხვილფეხა ცხოველებშიც ვრცელდება. ცხოველებიდან კი ადამიანებზე გადადის, რაც ხშირად წყლულს იწვევს.

 

ივნისი-ივლისის თვეებში ტკიპების და მღრღნელების გამრავლების პერიოდია და გველების დახოცვით ჩვენ გზას ვუხსნით სხვადასხვა დაავადებას.

 

ნაშუადღევს გამოსული გველების უმრავლესობა უშხამოები არიან, მაგრამ სიფრთხილე მაინც გვართებს.

 

არ უნდა გავაღიაზიანოთ, რადგან თავდაცვის გამო შეიძლება ადამიანს თავს დაესხნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner