logo_geo
eng_logo
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

22 ივნისი. 2020. 11:45

 

 

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში ვირუსი 20 588 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 10 980 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 9 131 პაციენტი.

 

აღსანიშნავია, რომ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულებს, ვინც სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. ამ დროისთვის დაფიქსირებულია 117 ასეთი შემთხვევა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner