რესპუბლიკური პარტია 50-მდე წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფომაციას pirveliradio.ge ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლიდერების მიერ „ქართულ ოცნებასთან“ ორპარტიული გადაწყვეტილების გაფორმება გახდა.
დიდუბის ოფისის წევრების განცხადებით, პარტიიდან წასულები ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობას არ გეგმავენ. ყოფილმა "რესპუბლიკელებმა" განცხადება "რესპუბლიკელების" ოფისში უკვე გადააგზავნეს.