logo_geo
eng_logo
სოფელ ოკამში წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

22 ივნისი. 2020. 14:08

 

 

სოფელ ოკამში წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ადგილზე გაეცნო.

 

„პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, გამანაწილებელი ქსელის,  სარეგულაციო და სათვალთვალო ჭების, ასევე  ურდულების მოწყობა. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს „სპეცჰიდრომშენი“ ახორციელებს და მასზე 267 767 ლარი იხარჯება.

 

ამჟამად მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებული პროექტი სოფლის 150  მოსახლეს  საშუალებას მისცემს, დამატებით გაიუმჯობესოს წყალმომარაგება“, - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner