სოფელ ოკამში წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ადგილზე გაეცნო.
„პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, გამანაწილებელი ქსელის, სარეგულაციო და სათვალთვალო ჭების, ასევე ურდულების მოწყობა. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს „სპეცჰიდრომშენი“ ახორციელებს და მასზე 267 767 ლარი იხარჯება.
ამჟამად მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებული პროექტი სოფლის 150 მოსახლეს საშუალებას მისცემს, დამატებით გაიუმჯობესოს წყალმომარაგება“, - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.