logo_geo
eng_logo
დმიტრი პესკოვი: რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია
- +

22 ივნისი. 2020. 14:10

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია.

 

ეს განცხადება ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ბევრმა რესპუბლიკამ უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო.

 

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ ბევრმა სახელმწიფომ თან გაიყოლა რუსი ხალხის საჩუქრები.

 

ამასთან, პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს ან მიწას გულისხმობს. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცედურა გაწერილი არ ყოფილა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner