ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში „სოსიედადი“ დაამარცხეს.
ეს გამარჯვება ზიდანისთვის, როგორც „სამეფო კლუბის“ მწვრთნელისთვის, რიგით 134-ე იყო. ამგვარად, ფრანგმა სპეციალისტმა „რეალის“ ლეგენდარულ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს გაასწრო, რომლის ანგარიშზეც 133 გამარჯვებაა.
რეკორდსმენი კი მიგელ ნუნიესი გახლავთ, რომელმაც მადრიდულ გრანდთან ერთად 357 გამარჯვება იზეიმა.