მთავრობის მიერ ტყიბულში ჩატარებული და გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება მიმდინარეობს.
ტყიბულში შეიქმნა 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსდა 4 საწარმო; მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტით დამუშავდა 1.954. 31 ჰა; მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში დაფინანსდა 8 საწარმო.
იწყება თბოელექტროსადგურის მშენებლობა; გამრიცხველიანდა 2 756 აბონენტი; მიმდინარეობს გაზიფიკაცია; ბუნებრივ აირს მიიღებს 5 000 აბონენტი.
სოფელ ხრესილში მოეწყო სამედიცინო ამბულატორია; მუნიციპალიტეტს გადაეცა ორი ახალი მაღალი გამავლობის მანქანა.
მიმდინარეობს სპორტის სასახლის რეაბილიტაცია; მოეწყო საცურაო აუზი; გადაიხურა მრავალსართულიანი სახლები, მიმდინარეობს ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ტყიბულში კეთდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის მოთხოვნით, 2016 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რაც ტყიბულელ მეშახტეებსაც შეეხებათ.