თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრის ჯემალ სეფიაშვილის განცხადებით საქართველოს „ნატო-ში" შესვლა შორეული პრესპექტივაა და არ არის საჭირო საზგადოებას უსაფუძვლო იმედები ჰქონდეს.
„ყველაფერში ვეთანმხები თამაზ მეჭიაურს- არ შეიძლება, „ნატო" ხალხს „დედა ტერეზად" წარმოვუდგინოთ, რუსეთი კი მოსისხლე მტრად.
ჩვენი მეზობელი თურქეთი ნატოს წევრია. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ საქართველოც ამ ალიანსში გაწევრიანდება?! სრულებით არ მინდა, ჩემი ქვეყანა პოლიგონი და ვინმეს „პარავოზი" იყოს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ უახლოეს მომავალში ამ გაერთიანებაში არავინ გველოდება. აგერ, უკვე, რამდენი წელია, „ვაბოლებთ" ხალხს- აბა, მაპი, აბა კუკი, აბა, პუკი და ილუზიებში ვცხოვრობთ.
ნატო-ში ხვალ ხვალ და ზეგ შესვლა კი არა, ვიზალიბერალიზაციასაც ვერ მივიღებთ. პირდაპირ გვითხრან- თუ არ გვაძლევენ, შეურაცხმყოფელია დღეს- ხვალ- ზეგ- ის ძახილი. აღარც სტრასბურგის სასამართლოსი მჯერა, ვიღაც ტიპები ცდილობენ, ხალხს თავზე საკუთარი სურვილი მოახვიონ", - აცხადებს ჯემალ სეფიაშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბარში.