logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე: მთავრობა უსმენს ბიზნესს, ბიზნესი კი - მთავრობას
- +

21 ივნისი. 2016. 01:42


„დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესი ძალიან თამამი იყო შეფასებაშიც, საყვედურებშიც და სამომავლო გეგმების დასახვაშიც", - განაცხადა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ გადაცემა 2030-ში.

 

"ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც 1 წლის განმავლობაშია დაანონსებული, ბიზნესისა და მთავრობის ძალიან აქტიური კომუნიკაციის შედეგია, რაც აქამდე არ გვქონია. ბიზნესს პრობლემები აქვს და ის მესიჯები, რაც მათგან მოდის, მთავრობისთვის ყურადსაღები ხდება. მთავრობა უსმენს ბიზნესს, ბიზნესი კი - მთავრობას, რაც პრობლემების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ყალიბდება, ქვეყნის განვითარებისთვის კარგი საფუძველი იქნება", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.


მისი თქმით, ბიზნესი კმაყოფილია, რისი დასტურიც დღევანდელ ფორუმზე გაკეთებული განცხადებები იყო.


"ბიზნესისთვის შეფასების კრიტერიუმი საკუთარი ქონების ღირებულების ზრდის მაჩვენებელია. ორმა უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენელმა, 2012 წლის შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე საკუთარი აქციების ფასის ორჯერ გაზრდა განვლილი გზის შეფასების ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად დაასახელა. რა თქმა უნდა, პრობლემები არის და ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში იქნება, მაგრამ მთავარია, როგორი გვაქვს ტრენდი და დასახულ მიზნამდე  როგორ მივდივართ, რასაც საზოგადოებრივი კეთილდღეობა ქვია", - განაცხადა ეკონომისტმა.


როგორც მან აღნიშნა, არჩევნების პერიოდში, როგორც წესი, ბიზნესმენები გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს იკავებენ და საინვესტიციო საქმიანობა მინელებულია. მაგრამ 2016 წელს, ასეთი შეფერხებები რეალურად, არ გვაქვს.


"პირიქით, პირდაპირი უცხოური ინსვეტიციები იზრდება, სავალუტო შემოდინებები მაღალია და ბიზნესს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ეს იმ განცხადებებში გამოჩნდა, რომლებიც ბიზნესმენებმა დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთეს. ბიზნესს ორი რამ სჭირდება. პირველი - მაქსიმალურად პროგნოზირებადი ბიზნესგარემო და მეორე - პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რომ თავისი საქმიანობა წარმატებით განახორციელოს. ბიზნესს დღეს ამის განცდა აქვს და კვირიკაშვილის ეფექტი ერთ-ერთი ფაქტორია", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner