logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: მეტი ღირსება, ბატონებო!
- +

21 ივნისი. 2016. 02:20


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია „ფეისბუქში" ვრცელ პოსტს ავრცელებს.

 

„საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა კლასიკურ სახელმძღვანელოში წერია, რომ პიარი უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს და ესაა ჩემი მუშაობის ძირეული და ამოსავალი პრინციპი... სხვაგვარად არც გამოვა. „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო", - მეტყველებს ქართული ზეპირსიტყვიერება და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები... ჩემს საქმეში სიცრუეს შეიძლება დამანგრეველი და შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს... ამიტომ, არ შეიძლება მოკლევადიან სარგებელზე გათვლა... საზოგადოებასთან ურთიერთობა გრძელვადიანი, ურთიერთნდობაზე დამყარებული პროცესია და ეს კარგად მაქვს გააზრებული...

 

ამიტომ არასდროს ვიკადრებ ტყუილს!!! ყოველთვის, სანამ აქ ვიმუშავებ, ვიქნები აპოლიტიკური!!! არასდროს ავყვები მავანთა ინსინუაციებს და არ გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს!

 

ისე, ადამიანები, ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ უშვებენ, როცა წინასაარჩევნო ბატალიებით აღტკინებულები, პოლიციას მხარედ აღიქვამენ და მისი კრიტიკით ცდილობენ ქულების დაწერას. მაგრამ ეს ხომ ყველას პოლიციაა?! ამის რომ არ მჯეროდეს და ამ პრინციპს არ ვექვემდებარებოდე, შსს-ში ერთი დღეც კი არ ვიმუშავებდი... ასე რომ, ყველაფერი მესმის... უბრალოდ, მეტი ღირსება, ბატონებო!"- წერს პერტაია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner