logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: გიორგი გახარიამ უდიდესი საფრთხეები აარიდა საქართველოს!
- +

22 ივნისი. 2020. 21:41

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს და ამავე დროს, პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აანალიზებს.

 

შონიას თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა სახელმწიფო უკიდურეს საფრთხეებს აარიდა. 

 

 

ბოლო პერიოდში საინფორმაციო საგენტოები ჟურნალისტთან ერთად ანალიტიკოსადაც მომიხსენიებენ, ამიტომაც მინდა მოკლე პოლიტიკური ანალიზი და ექსკურსი გავაკეთო საქართველოს პრემიერ მინისტრზე 20 ივნისის მოვლენებამდე და მას შემდგომ განვითარებულ პროცესებზე...

 

ხშირად შემხვედრია დაწერილი და ნათქვამიც რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას არ დაუშვებდა ჩრდილოეთის იმპერია და ჩვენს ქვეყანაში არსებული მეხუთე კოლონის მეშვეობით დაძაბავდა პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც შესაძლოა სამხედრო დაპირისპირებაშიც გადაზრდილიყო... ქუჩის აქციების აგრესიული ტალღა მოედო თბილისს, როცა შსს რეიდები განახორციელა რამდენიმე კაფე-ბარში და ამის საპასუხოთ არ დააყოვნა მეხუთე კოლონამ, გაისმა მოწოდება ხელისუფლების დამხობის,როგორც ხდება ემოციურ ფონად ახალგაზრდებს იყენებენ, (ხშირ შემთხვევაში საზარბაზნე ხორცად)...შსს მინისტრ გახარიას მთელი რიგი ტაქტიკური სვლები დასჭირდა სიტუაცია განემუხტა, ამას მოჰყვა ჰესების თემაზე შეტაკება პოლიციასა და პანკისში მცხოვრებთა შორის,უფრო მძიმე შედეგი თავიდან იქნა აცილებული გიორგი გახარიას ჩასვლით პანკისში და ადგილობრივი მოსახლეობის ღრმად საპასუხისმგებლო დამოკიდებულებით,ურთიერთგაგებით და ღირსებით,რომელიც ამ მხარეში ყველაზე ფასეულია! პანკისს მოჰყვა დავით გარეჯი, (რომელიც დღემდე რჩება აქილევსის ქუსლად),ამ ყოველივეს მოჰყვა შარშანდელი 20 ივნისის მღელვარე დღე,რომელიც მთავრობის სასახლის შტურმით და პუტჩით უნდა დასრულებულიყო! შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უდიდესი საფრთხეები აარიდა საქართველოს! მაშინ დავწერე რომ სწორედ გიორგი უნდა ყოფილიყო ქვეყნის პრემიერ მინისტრიც,ასე მოხდა! ეს იყო საქართველოს უმეტესი მოსახლეობის სურვილიც! დაიწყო ძალიან კარგად და ის ნაბიჯები გადადგა რაც ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,გარდაბნის თბოელექტრო სადგურის გახსნა,მსოფლიო ფორუმი დავოსში, საქმიანი ვიზიტები თურქეთში,უკრაინაში,სასომხეთსა და აზერბაიჯანში,მეზობლური ურთიერთობის განმტკიცება და შეთანხმებები მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე! ყოველივე ამის შემდგომ მსოფლიო აღმოჩნდა გლობალური საფრთხის წინაშე,კორონა ვირუსმა დედამიწაზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა...პრემიერი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და საქართველო მინიმალური დანაკარგით გამოიყვანა პანდემიის შემოტევის პირველივე ეტაპზე! გიორგი გახარიას ძალისხმევით ოპერატიულად და პროფესიულ დონეზე აღმოჩნდა სახელმწიფო უწყების ყველა შტო და სამსახური...რამაც საქართველო მსოფლიოს წინაშე სამაგალითო აღმოჩნდა და მეზობელი ქვეყნებმა დახმარებაც კი გვთხოვეს!ამ ურთულეს მდგომარეობაში შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა,დასახა მიუხედავად საფრთხეებისა ტურისტული განვითარების საკითხები,პარალელურად აქტიურ ყურადღებას აქცევს რეგიონებს,ბოლო ხანს გაეცნო სამუშაოებს რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ავტობანის სამუშაოებს,არც ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელი ნიქოზი დაივიწყდა და თანამოქალაქეები მოინახულა,მოიკითხა ფერმერები,გაეცნო მათ პრობლემებს...მანამდე იყო კახეთი,ყურძნის და მარწყვის კულტურის განვითარების საკითხები ,რამდენიმე გზის მოინახულა ბათუმი და ფოთი,იმერეთის რეგიონში უამრავი დაგეგმილი პროექტები მოიკითხა და ყველა საუბარში აქცენტი გააკეთა,რომ მისი ძალისხმევა მიმართულია მომავალი საქართველოს კეთილდღეობისაკენ და უკეთესი მომავლისაკენ!

 

განახლებულ "მზიურის" პარკში საზოგადოების წინაშე ოჯახით წარდგა და მის მრავალრიცხოვან ელექტორატს დასამახსოვრებელი დღე დაუტოვა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner