logo_geo
eng_logo
ბიზნესომბუდსმენი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

22 ივნისი. 2020. 21:54

 

 

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან შექმნილი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული  რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

 

 

შეხვედრას 30-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის  წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ რეგულაციებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და შეთანხმდნენ,  რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება.

 

 

გრძელდება სამუშაო პროცესი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან და გახსნის კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.  რჩება შესათანხმებელი საკითხები სტანდარტებსა და რეგულაციებზე, რაც არის აუცილებელი წინაპირობა აღნიშნული  სექტორის გასახსნელად. მას შემდეგ, რაც  მოხდება შეთანხმება რეგულაციებზე, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს  ობიექტებს და დავრწმუნდებით, რომ  სპორტული კომპლექსები იცავენ ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს, უმოკლეს ვადებში მოხდება ამ სექტორის ამუშავება,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

 

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის  ამოქმედების გეგმის მიხედვით სპორტულ-გამაჯანსაღებელი  საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა  დაგეგმილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner