„დოკუმენტურად არაერთხელ დადასტურებულია, რომ ირანთან ფარულ და ბინძურ გარიგებებში სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობ" იყო - ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირანთან ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ „მთავარ აქცენტებში“ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.
„ერთი კვირის წინ ეს სექტა საკუთარი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებდა ირანთან კავშირებზე და ვითომ და ფულის გათეთრებაზე. დღეს გამოვიდნენ და ბიძინა ივანიშვილმა ირანული ცემენტის შემოტანა დაბლოკაო და იაფი ცემენტი ვეღარ შემოდის ქვეყანაშიო - მოკლედ, ვეღარ გაიგეს რაზე გალანძღონ“ - წერს ანდრია გვიდიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მისი თქმით, სინამდვილეში სწორედ „ნაციონალური მოძრაობა" იყო ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველო ირანული წარმომავლობის ფულის სარეცხ მანქანად აქცია.
„როგორც ჩანს „ნაცებს" საკრიტიკო გამოელიათ და საკუთარ აბლაბუდაში ეხვევიან. მათი ორმაგი სტანდარტები რომ ახალი არ არის, ყველამ კარგად იცით, მაგრამ მათი უშინაარსო აქტიურობა და ყეფა უკვე კომიკური ხდება. სინამდვილეში დოკუმენტურად არაერთხელ დადასტურებულია, რომ ირანთან ფარულ და ბინძურ გარიგებებში სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო. სინამდვილეში სწორედ „ნაციონალური მოძრაობა" იყო ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველო ირანული წარმომავლობის ფულის სარეცხ მანქანად აქცია. სხვათა შორის, ირანის შავი ბიზნესის და სააკაშვილის რეჟიმის ფლირტაობასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში ჩანაწერები არაერთხელ მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, „ერთიანი კრიმინალური მოძრაობა" საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის აქტიურად აგრძელებდა ირანულ ბიზნესთან ფარულ ურთიერთობებს. თავის მხრივ, ამ ამბავში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა პროკურატურით დაწყებული, ეროვნული ბანკით დამთავრებული... ახლა იგივე ხალხი გამოდის და ხან ირანთან რატომ თანამშრომლობთო, ხან ცემენტის შემოტანას რატომ ზღუდავთო?! მოკლედ, "ივანიშვილის პრეზუმპცია" ინ ექშენ: გახსნი? დამნაშავე ხარ. დაკეტავ? მაინც დამნაშავე ხარ. ჩამოყალიბდით, სანამ პირს გააღებთ და რამეს წამოაყრანტალებთ“ - წერს ანდრია გვიდიანი.