logo_geo
eng_logo
რუსთავში ახალი სამარხი აღმოაჩინეს
- +

23 ივნისი. 2020. 01:49

 

 

რუსთავში, რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ე.წ. ქვაყრილიანი ორმოს სამარხი აღმოაჩინა. [ვიდეო/video]

 

წინასწარი ინფორმაციით სამარხში დამარხულია ერთი მამრობითი სქესის მოზარდი, 9 სხვადასხვა ფორმის, ზომის და ორნამეტებით შემკული თიხის ჭურჭელი, ასევე შეწირული ცხოველების ნეშთები.

 

როგორც "ინფო რუსთავს" ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა სამრხი უნდა დათარიღდეს შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიან ბრინჯაოს გარდამავალი ხანით, კერძოდ  ძვწ.აღ XIV-XIII-XII საუკუნის შეიძლება იყოს.

 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთ მონაკვეთზე გაგვეჭრა საკონტროლო თხრილი რათა დაგვედგინა კულტურული ფენების თანამიმდევრობა და უნდა ითქვას, რომ ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს თხრილი ჩვენთვის" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამი თვის წინ XII-XIII საუკუნის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner