logo_geo
eng_logo
ჯანმოს განცხადენით დექსამეტაზონს სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს
- +

23 ივნისი. 2020. 02:32

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საჭიროა დექსამეტაზონის წარმოების გაზრდა. მისივე თქმით, პრეპარატმა კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას თავისი ეფექტურობა აჩვენა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ჯერ წინასწარია, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ცხადყოფენ, რომ დექსამეტაზონს კორონავირუსით მძიმედ დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს. ეს კი ზეიმის საფუძველს გვაძლევს. შემდეგი გამოწვევა ამ პრეპარატის წარმოების გაზრდა და შემდგომში მსოფლიოს მასშტაბით მისი თანაბარი განაწილებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ დექსამეტაზონი ძვირადღირებული პრეპარატი არ არის და მისი უამრავი მწარმოებელი არსებობს მსოფლიოს მასშტაბით.

 

16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, დექსამეტაზონმა ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა, ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

 

დექსამეტაზონი სტეროიდული პრეპარატია, რომელსც 1960-იანი წლებიდან ანთებითი პროცესების ჩასახშობადა და კიბოს რამდენიმე სახეობის მკურნალობისთვის იყენებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner