„სავარაუდოდ, ამ კვირაში უნდა დაინიცირდეს ეუთოს რეკომენდაციები და მომდევნო კვირიდან უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ ცვლილებების განხორციელებაზე“, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა იმ ორგანიზაციის და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.
„საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, დაჩქარებულ რეჟიმში განვიხილავთ უკვე იმ შეთანხმებულ, კონსენსუსზე დაფუძნებულ ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო საკითხებს უკავშირდება.
ეუთოს (ODIHR) რეკომენდაციები პრაქტიკულად სრულად არის გათვალისწინებული და ეს რეკომენდაციები ასახვას ჰპოვებს საარჩევნო კანონმდებლობაში. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან, სტაბილურ ვითარებაში - იყოს უსაფრთხო გარემო, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შიში, რომ ამ პანდემიის პირობებში მათ ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე შეექმნება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.